"ლეიბორისტული პარტია" ჯანდაცვის სამინისტროს წინ სოციალურად დაუცველებისთვის უფასო პირბადეების დარიგებას, 1000 ლარიან კონპენსაციასა და გრიპისა და სეზონური ვირუსების ვაქცინით უზრუნველყოფას ითხოვს. აქციის მონაწილეების თქმით, ხელისუფლება მათ პროტესტის გამოხატვას არ აცდის და კარვის გაშლის უფლებას არ აძლევს.
"პოლიცია არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი კანონიერ ფორმებში. ჩვენ არაერთი აქცია გვინახავს კარვებით და გვინდა, რომ პერმანენტული სახე მივცეთ პროტესტს და ვიყოთ აქ სანამ არ შესრულდება ხელისუფლების მხრიდან ის ელემენტარული საჭიროებები, რაც მოქალაქეებისათვის აუცილებელია" - ამბობს მიხეილ ქუმსიშვილი, პარლამენტის რუსთავი-გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლეიბორისტული პარტიიდან.
პროტესტმა აქციის სახე მას შემდეგ მიიღო, რაც პარტიის წევრების მოთხოვნა - შეხვედროდნენ ჯანდაცვის მინისტრს - არ დაკმაყოფილდა.