"მთავარი" იმ სოფლებში ჩავიდა, სადაც პოლიციელები აგიტატორებად არიან დაგზავნილები - ისინი კამერებთან არ ჩნდებიან

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხი" იმ ათობით სოფელში ჩავიდა, სადაც "ოცნებამ" ძალოვანი უწყების წარმომადგენლები წინასაარჩევნოდ აგიტატორებად დაგზავნა. მათი ოჯახის წევრები გვიდასტურებენ, რომ პოლიციელები იმ სოფლებში იმყოფებიან, საიდანაც ისინი წარმოშობით არიან, თუმცა ისინი არ აკონკრეტებენ, კონკრეტულად რისთვის ჩავიდნენ საცხოვრებელ მისამართებზე. 

მაგალითად, "მთავარი" გაესაუბრა შსს-ს გენერალური ინსპეციის თანამშრომლის, ზურაბ ელაშვილის, ძმას, რომელმაც თქვა, რომ ელაშვილი სოფელ ჯუგაანშია, თუმცა ამის მიზეზი არ განმარტა.

ჩვენ ვეცადეთ, დავლაპარაკებოდით პოლიციელებს, თუმცა ისინი კამერებთან არ ჩნდებიან. 

შეგახსენებთ, რომ "მთავარმა არხმა" გამოააშკარავა სქემა, რომლითაც "ოცნების" პოლიტიზებული ძალოვანი უწყებები არჩევნებზე გავლენის მოხდენას ცდილობენ - ასზე მეტი ოფიცერი რეგიონებში საგანგებო დავალებით არის მივლენილი. ხელმძღვანელობისგან მათ მიღებული აქვთ დირექტივები, რომ "ოცნებისთვის" უზრუნველყონ ხმების მობილიზება კონკრეტულ უბნებში, საჭიროების შემთხვევაში ზეწოლის და მუქარის გამოყენებით.

დღეს შსს "მთავარის" სქემას გამოეხმაურა და მას "ფეიკ ნიუსი" უწოდა; აგრეთვე, თქვა, რომ სამინისტრო პოლიტიკურად ნეიტრალურია. 

ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის კი ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაცია და ჩანაწერები კიდევ ერთი დასტურია, რომ "ოცნება" წინასაარჩევნოდ ხმების მოსაპოვებლად ყველანაირ გზასა და, მათ შორის, აგიტატორობას მიმართავს, რაც პარტიის აპრობირებული მეთოდია. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი