შინაგან საქმეთა სამინისტრი, გუშინ, "მთავარი არხის" ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმაურება, სადაც "მთავარმა არხმა" გამოააშკარავა სქემა, რომლითაც "ოცნების" პოლიტიზებული ძალოვანი უწყებები არჩევნებზე გავლენის მოხდენას ცდილობენ. უწყება ამ სიუჟეტს მიზანიმართულ დისკრედიტაციად აფასებს და ამბობს, რომ პოლიტიკურად ნეიტრალურია. 

"ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თითქოს პარტიული მითითებით წინასაარჩევნოდ საქართველოს რეგიონებში იმყოფებიან არის "ფეიკ ნიუსი" და არ შეესაბამება სიმართლეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო არის პოლიტიკურად ნეიტრალური უწყება და მედიასაშუალების მხრიდან მსგავსი ცრუ ინფორმაციის გავრცელება ემსახურება პოლიციის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას", - წერია უწყების განცხადებაში.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ასზე მეტი ოფიცერი რეგიონებში საგანგებო დავალებით არის მივლენილი. ხელმძღვანელობისგან მათ მიღებული აქვთ დირექტივები, რომ "ოცნებისთვის" უზრუნველყონ ხმების მობილიზება კონკრეტულ უბნებში, საჭიროების შემთხვევაში ზეწოლის და მუქარის გამოყენებით.

"მთავარი არხი" დაუკავშირდა რამდენიმე პოლიციის თანამშრომელს, მათ შორის იყო გიორგი ლილუაშივლი, რომელიც კრიმინალური დეპარტამენტის ერთ-ერთი თანამშრომელია და ჩვენს მიერ მოპოვებული სიის მიხედვით თელავის რაიონის სოფელ ბუშეთშია მივლენილი. ლილუაშვილი "მთავარ არხთან" სატელეფონო ინტერვიუში ადასტურებს, რომ უკვე ერთი კვირაა რაც სოფელ ბუშეტში იმყოფება და ასრულებს "ოცნების" დავალებას. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი