სკანდალური აუდიო ჩანაწერები -"ტვ პირველის" ჟურნალისტური გამოძიებით დგინდება რომ ე.წ. ციხის კადრების გავრცელების მთავარი დამფინანსებელი, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი იყო.
აუდიო ჩანაწერებში ერთმანეთს ვანო ჩხარტიშვილი და ამ დავალების შემსრულებელი ლადო ბედუკაძის საუბარია ასახული. აუდიოფაილების მიხედვით ვანო ჩხარტიშვილი აღიარებს რომ ამ კადრების გავრცელებას პოლიტიკური მიზანი ჰქონდა.
შეხვედრისას, რომლის დროსაც ეს ჩანაწერებია გაკეთებული, ბედუკაძე ჩხარტიშვილს კადრების გავრცელების და დაფინანსებისთვის მადლობას უხდის, თუმცა აქვე ამტკიცებს რომ ფული, რომელიც მისთვის იყო განკუთვნილი ირმა ინაშვილმა და პატრიოტთა ალიანსის სხვა ლიდერებმა მიითვისეს.