შს მინისტრი, მინისტრის მოადგილე და კრიმპოლის უფროსი ზუგდიდში ჩავიდნენ

გამოქვეყნდა:

შს მინისტრი სამეგრელოშია. მასთან ერთად ადგილზე მისი მოადგილე, ვლადიმერ ბორცვაძეც არის. ისინი ცოტა ხნის წინ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის მთავარ სამმართველოში მივიდნენ. გომელაურთან და ბორცვაძესთან ერთად რეგიონში იმყოფება ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის დირექტორი მამუკა ჭელიძე.

სავარაუდოდ მინისტრისა და მაღალჩინოსნების სამეგრელოში ჩასვლა ზუგდიდის ხმაურიან კრიმინალურ შემთხვევას უკავშირდება, რა დროსაც 21 ოქტომბერს, შეიარაღებული პირი "საქართველოს ბანკში" შეიჭრა, მძევლები აიყვანა, ფული მოითხოვა, რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ კი ბანკის შენობა ოფიციალური ინფორმაციით, ნახევარ მილიონთან, "მთავარი არხის" ინფორმაციით კი 4 მილიონთან ერთად დატოვა. 

სად არის, დატოვა თუ არა ქვეყანა და რა გზებით მიიმალა შეიარაღებული პირი, ამ დრომდე უცნობია.

შსს-მ გამოძიება სამი მუხლით დაიწყო - 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით, რაც ყაჩაღობას, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და მძევლად აყვანას გულისხმობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი