ჩვენ გვაქვს უკვე ნამდვილი დამნაშავის ფოტო და ვინაობაც - ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია წერს, რომ ზუგდიდში, ბანკზე შეიარაღებული თავდამსხმელის ფოტო აქვს, იცის ვინაობაც და შედეგებს გაასაჯაროებს:

"ჩვენ გვაქვს უკვე ნამდვილი დამნაშავის ფოტო და ვინაობაც. იმის ფოტო და ვინაობაც გვაქვს, ვისი შემოტენაც უნდა სუსს, როგორც დამნაშავის - მეტრანახევარი წიწილივით კაცის :))) დამნაშვე ახალი წასულია სენაკის მეორე ბრიგადიდან. ხვიბლიანი რო შემთხვევით მოხვდა ბანკში, ეგ ისტორია რო მორჩა, იმედია ხვდებით. ასე რომ, მოვრჩით ჩვენ გამოძიებას, საქმე გახსნილია და გავასაჯაროვებთ შედეგებს. ახლა თვალის სკანირებას გავაკეთებთ შეცდომის სრულიად გამოსარიცხად, თუ ფოტომ მოგვცა ამის შესაძლებლობა. ტყუილად აღარ ეცადოთ ტყუილის გვაჭამოთ", - წერს ნიკა გვარამია

შეგახსენებთ, რომ დღეს, 25 ოქტომბერს შსს-მ გაავრცელა, სადაც უწყება წერს, რომ თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია და მისი ფოტოების გავრცელებისგან მედიას თავშეკავებას ურჩევს. 

ცნობისთვის, 21 ოქტომბერს "საქართველოს ბანკის" შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელი, დაახლოებით, 14:30 სთ-ზე შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. 

ბანკში შეჭრილი შეიარაღებული პირის ნახევარ მილიონ აშშ დოლარს ითხოვდა და მიიღო კიდეც. აქვე,  "მთავარი არხის" ინფორმაციით, მან 4 მილიონი წაიღო.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი