"ქართული ოცნება" ფულს უხდის ონლაინ სააგენტოებს, იმისთვის რომ პარტია კარგ კონტექსტში მოიხსენიენ და ოპოზიციის დისკრიტაცია აწარმოონ.
მედიის განვითარების ფონდმა ონლაინსააგენტოების საბიუჯეტო კონტრაქტები და მათი საქმიანობა შეისწავლა.
როგორ ფინანსდება ჰომოფობია, ანტიდასავლური გზავნილები და კონსპირაციები კორონავირუსზე? - კვლევის შედეგებს MDF საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.
კვლევის მიხედვით, პრორუსულად განწყობილი ჰომოფობიური მედია 2019 წელს ბიჯეტიდან 55 525 ლარით დაფინანსდა:
"ჩვენ ვნახეთ არაერთი მაგალითი, როდესაც პოზიტიურად ხდება მმართველი პარტიის კანდიდატის გაშუქება, ხოლო დისკრედიციული კამპანია მიმდინარეობს "ნაციონალური მოძრაობა", იქნება "ევროპული საქართველო" თუ "ლელოს" კანდიდატების".... ზოგიერთი გვერდი, ღიად არის ჩართული არასამთვრობოების წინააღმდეგ, მიზანმიმართულ კამპანიაში, დისკრედიტაციის და პირდაპირ თუ ირიბად, საბიუჯეტო თანხებით არ უნდა ხდებოდეს ასეთი ორგანიზაციების მხარდაჭერა,"-ამბობს, თამარ კინწურაშვილი მედიის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი