"მთავარმა არხმა" ფსიქოლოგების დახმარებით მძარცველის ფსიქო-პორტრეტი შექმნა

გამოქვეყნდა:

როდესაც ზუგდიდის ბანკის ჯერ კიდევ უცნობა მძარცველმა ტელეკომპანია ოდიშის ტელეოპერატორს დამიზნებით ესროლა. მძარცველმა სულ ორ ეპიზოდში ისროლა, მაგრამ მისი მოქმედებების შედეგად არავინ დაზიანებულა. უცნობმა ერთხელ ბანკში შესვლისას ისროლა, რომ სიტუაციაზე კონტროლი დაემყარებინა, მეორედ კი, ორჯერ ტელეოპერატორის მისამართით და ბანკის შუშა დააზიანა. ერთ-ერთი მძევალი ირაკლი კვარაცხელია იხსენებს, რომ ყველა მძევალს აინტერესებდა, გადარჩა თუ არა ტელეოპერატორი.

ბალისტიკის ექსპერტი ზაზა ალთუნაშვილი ფიქრობს, რომ თუ რომელიმე ტყვიის გულა ნაპოვნია, არის შანსი, რომ იარაღის მფლობელის იდენტიფიცირებაც მოხდეს. 

მაგრამ, სანამ გამოძიება მძარცველის ვინაობას დაადგენს, ჩვენ ფსიქოლოგებსა და კრიმინოლოგს ვთხოვეთ ზუგდიდის ბანკის მძარცველის ფსიქოლოგიური პორტრეტის შედგენა. გამოიკვეთა, რომ დაახლოებით 35 წლის მძარცველი გამოცდილია, აქვს გავლილი სპეციალური მომზადება, იცის, როგორ უნდა დაამყაროს სიტუაციაზე კონტროლი. ტანისამოსიც სპეციალურად შეარჩია, რომ პროფესიონალიზმზე გაესვა ხაზი. არავის მოკვლა არ უნდოდა და ყველაფერი წინასწარ მოფიქრებული და გააზრებული ჰქონდა. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ მძევლებს აყვანისთანავე უთხრა, რომ ეს ამბავი რამდენიმე საათს გაგრძელდებოდა.

მძარცველმა, ოფიციალური ვერსიით, 500 000 $ მოითხოვა და მიიღო კიდეც. ფული, რომ მთავარი არ იყო ფსიქოლოგ-კონსულტანტი ილია ნიკაჭაძეს ისიც აფიქრებინებს, რომ მძარცველმა მეტი არ მოითხოვა და გადაცემის მომენტში მან დეტალურად არ შეამოწმა, ბანკნოტები ყალბი ხომ არ იყო.

კრიმინოლოგი მორის შალიკაშვილიც ფიქრობს, რომ უცნობისთვის მნიშვნელოვანი იყო საკუთარი თავისა და სხვებისთვის იმის დამტკიცება, რომ ის აღიარებას იმსახურებს, მაგრამ ფსიქოლოგის მსგავსად არ ფიქრობს, ფული მნიშვნელოვანი არ იყო. 

მესამე სართულზე დაბანაკების შემდეგ ერთ-ერთი მძევალი ირაკლი კვარაცხელია მძარცველის მითითებით ტელეკომპანიებს დაუკავშირდა და ოთახში არსებული სიტუაცია პირდაპირ ეთერში გადაიცა. საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი, რომ მძევლები საეჭვოდ მშვიდად იყვნენ. ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი თვლის, რომ საზოგადოებაში ამ ამბის უსაფუძვლო მითოლოგიზება დაიწყო. ირაკლი კვარაცხელია იხსენებს, რომ მართლაც რაღაც პერიოდის შემდეგ მძევლებმა მძარცველს საკუთარი ადამიანური ისტორიების მოყოლა დაუწყეს. 

მძევალი იხსენებს, რომ მძარცველი მხოლოს რამდენიმეჯერ გაღიზიანდა. ერთხელ, როდესაც დაინახა, რომ ბანკის რამდენიმე თანამშრომელი სახურავზე გაექცა. მეორედ მძარცველი გაღიზიანდა, როდესაც მისი მითითებით ერთ-ერთმა მძევალმა 112-ზე დარეკა. ის ოპერატორის კითხვებმა გააღიზიანა. 

ჩვენ რესპოდენტებზე დაყრდნობით გამოდის, რომ მძარცველი არის პროფესიონალი, მოქმედებდა კარგად მოფიქრებული გეგმით, გაწონასწორებულია და იცის, როგორ უნდა დაამყაროს და შეინარჩუნოს კონტროლი. მისი ერთ-ერთი მიზანი იყო ყველასთვის დაემტკიცებინა საკუთარი უპირატესობა, ჯერჯერობით მან ეს მოახერხა. ასევე მოახერხა საზოგადოების ნაწილის სიმპათიის მოპოვება. იყო თუ არა ფული მთავარი მოტივაცია, ეს საკამათოა. მაგრამ ფსიქოლოგ ილია ნიკაჭაძის აზრით, ეს ლოგიკა აწყობილია იმ ვერსიაზე, რომ მძარცველი დამოუკიდებლად მოქმედებდა. ეს ყველაფერი მთლიანად შეიცვლება, თუ გაირკვევა, რომ მას თანამზრახველები, ან მითითებების მიმცემი ჰყავდა.

შეგახსენებთ, ზუგდიდში 

21 ოქტომბერს "საქართველოს ბანკის" შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელი, დაახლოებით, 14:30 სთ-ზე შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. 

ბანკში შეჭრილი შეიარაღებული პირის ნახევარ მილიონ აშშ დოლარს ითხოვდა და მიიღო კიდეც. აქვე,  "მთავარი არხის" ინფორმაციით, მან 4 მილიონი წაიღო.

აქვე შეგახსენებთ, რომ დღეს, 25 ოქტომბერს შსს-მ გაავრცელა, სადაც უწყება წერს, რომ თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია და მისი ფოტოების გავრცელებისგან მედიას თავშეკავებას ურჩევს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი