
კლინიკა "ჯერარსში" კორონავირუსით მედიკოსი გარდაიცვალა. 69 წლის ქალი ახალქალაქის სასწრაფო დახმარების ექიმი იყო. ის თბილისში სამკურნალოდ 19 ოქტომბერს გადმოიყვანეს.
მედიკოსს ქრონიკული დაავადებები ჰქონდა, რამაც მისი ჯანმრთელობა განსაკუთრებით ბოლო დღეებში დაამძიმა და მდგომარეობის მართვა შეუძლებელი გახდა.
განცხადება კლინიკაში დღეს 11 საათისთვის გაკეთდება.
ცნობისთვის, 15 ოქტომბერს აჭარაში, კოვიდ-სასტუმროში კორონავირუსით 41 წლის ქალი გარდაიცვალა. გარდაცვლილი ბათუმის მე-4 პოლიკლინიკაში მედდად მუშაობდა. ის კოვიდ-სასტუმროში 10 ოქტომბერს შეიყვანეს და უსიმპტომო პაციენტი იყო.