კავკასიის უნივერსიტეტში COVID-19-ის შემთხვევის დაფიქსირების მიუხედავად, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია სტუდენტებს სასწავლო დაწესებულებაში მისვლას აიძულებს.
უნივერსიტეტში ინფიცირების რისკი მაღალია, რის გამოც სტუდენტები გამოცდის გადადებას ან მის ონლაინ რეჟიმში ჩატარებას ითხოვენ.
სასწავლო დაწესებულების რამდენიმე მოსწავლეს სტუდენტების მტკიცებით, ვირუსის სიმპტომები აქვს, რის გამოც ისინი შიშობენ, რომ კორონავირუსი მათაც გადაედებათ.
"გოგონას დაუფიქსირდა და უკვე საკმაოდ დიდ კონტაქტებზეა საუბარი, საშიშია, შესაძლოა დიდი კლასტერი შეიქმნას, სხვებსაც აქვთ გარკვეული სიმპტომები, სიცხე, სისუსტეები, ყნოსვის და გემოს დაკარგვა, ჩვენ ვალდებულები ვართ ვიაროთ უნივერსიტეტში, რადგან ახლა გვაქვს გამოცდები, ჩვენ თავისუფალი ნება არ გვაქვს, რომ არ მივიდეთ, ამის უფლებას უნივერსიტეტი არ გვაძლევს, ცუდსა და უარესს შორის გვიწევს არჩევანის გაკეთება." - ამბობს კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტი, მთავართან სატელეფონო საუბრისას.
სტუდენტების მოთხოვნის მიუხედავად, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია დუმს და დათმობაზე წასვლას არ გეგმავს.
აქვე შეგახსენებთ, რომ კავკასიის უნივერსიტეტმა გამოცდა სტუდენტებს, 31 ოქტომბერს, არჩევნების დღეს დაუნიშნა და მხოლოდ საზოგადოების პროტესტის შემდგომ, 19 ოქტომბერს გადმოსწია.