დღეს COVID-19-ით გარდაცვალების 14 შემთხვევიდან 8 თბილისიდანაა

გამოქვეყნდა:

26 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 14 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 8, იმერეთში - 4, აჭარაში - 2.  ასევე თბილისშია ყველაზე მეტი ინფიცირებულიც. 

დღეს გამოვლენილი 1872 ინფიცირების შემთხვევები, რეგიონალურად ასე ნაწილდება:

  • თბილისი - 913
  • აჭარა-296 
  • იმერეთი-337
  • ქვემო ქართლში-89
  • შიდა ქართლში-54
  • გურიაში-32
  • სამეგრელო-ზემო სვანეთში-90,
  • კახეთში-13
  • მცხეთა მთიანეთში-30
  • სამცხე ჯავახეთი-11
  • რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-7

    ამის შესახებ ინფორმაცია საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გახდა ცნობილი.

ამ დროისთვის საქართველოში სულ კორონავირუსის აქტიური 18692 შემთხვევა ფიქსირდება. შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 603 ადამიანი, გარდაიცვალა 14.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი