თერჯოლის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. კლინიკა "თერჯოლა მედის" დირექტორის დავით სარიშვილის თქმით, 77 წლის კაცი გუშინ გარდაიცვალა, მას კორონავირუსთან ერთად გულის მწვავე უკმარისობა ქონდა. გარდაცვლილი ქუთაისიდან იყო.
COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტი კლინიკაში 14 ოქტომბერს შეიყვანეს, თუმცა მისი მდგომარეობა ორი დღის წინ მდგომარეობა დამძიმდა.
აქვე, შეგახსსენებთ, ამ დროისთვის საქართველოში სულ კორონავირუსის აქტიური 18692 შემთხვევა ფიქსირდება. ბოლო 24 საათში კი, საქართველოში კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 603 ადამიანი, გარდაიცვალა 14.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.