კარასინი-აბაშიძის ფორმატს კვლავ გრიგორი კარასინი უხელმძღვანელებს, მორიგი შეხვედრა თვის ბოლოს გაიმართება

გამოქვეყნდა:

კარასინი-აბაშიძის ფორმატს კვლავ გრიგორი კარასინი უხელმძღვანელებს. დიპლომატი, რომელიც წლების განმავლობაში ხისტი განცხადებებით გამოირჩეოდა და საქართველოს სულ რამდენიმე თვის წინ უსიამოვნო მოულოდნელობებით აშინებდა, ქართულ მხარესთან შეხვედრისას ახლა ისევ ოფიციალური კრემლის ინტერესებს გაატარებს.

ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე ზიანის მიყენების მცდელობად და დიპლომატიური ურთიერთობების შექმნის ილუზიად აფასებენ კარასინი-აბაშიძის ფორმატს ქვეყნის საგარეო მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე მომუშავე ექსპერტები.

ყოფილი დიპლომატების აზრით, ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ნაწილია ის, რომ რუსეთი ახლა ცდილობს საქართველო ეკონომიკურად მასზე დამოკიდებული გახადოს.

პირისპირ მოლაპარაკებისას რომ რუსეთს შანტაჟის და მუქარის უფრო დიდი ბერკეტი გააჩნია, ამაზე კითხვის ნიშნები არ აქვთ ოპოზიციაში.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ დღეს კიდევ ერთხელ მოიწონა ე.წ პრაღის ფორმატი და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში ამ ფორმატის არსებობის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.

პირისპირ დიალოგის მორიგი რაუნდი ნოემბრის ბოლოს გაიმართება.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი