
ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტ სტეფანეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
"მთავარ არხთან" საუბრისას მეუფე სტეფანემ თქვა, რომ თავს კარგად გრძნობს და ვირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოში სულ კორონავირუსის აქტიური 18692 შემთხვევა ფიქსირდება. ბოლო 24 საათში კი, საქართველოში კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 603 ადამიანი, გარდაიცვალა 14.