21 წლის ახალგაზრდა, რომელიც კოვიდსასტუმროდან გაწერეს, ქუჩაში გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

საქართველოში კიდევ ერთი, უსიმპტომო პაციენტი მოულოდნელად გარდაიცვალა. 21 წლის ბიჭი კოვიდსასტუმროდან გუშინ გამოწერეს, დღეს კი ქუჩაში შეუძლოდ გახდა და წაიქცა. მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს. შემთხვევის ადგილზე ექსპერტკრიმინალისტები მუშაობენ.

როგორც გარდაცვლილის მეგობრები ამბობენ, ახალგაზრდა ბიჭი, მომღერალ გუნდელებთან ერთად, კოვიდსასტუმროში იმყოფებოდა. 

"არაფერზე არ მკურნალობდა. იყო ერთ-ერთი გუნდის წევრი და იქ რამდენიმეს დაუდასტურდა, მაგრამ ამას არ დაუდასტურდა. კოვიდსასტუმროში იყო და იქიდან რომ გამოწერეს, გუშინ გამოვიდა და დღეს ესეთი რაღაც მოხდა", - ყვებიან მეგობრები. 

21 წლის ბიჭის გარდაცვალების შესახებ კომენტარს ჯანდაცვის სამინისტროში გააკეთებენ. 

შეგახსენებთ, რომ 15 ოქტომბერს აჭარაში, კოვიდ-სასტუმროში კორონავირუსით 41 წლის უსიმპტომო პაციენტი გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, პაციენტი სამედიცინო პერსონალის მხრიდან მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იყო, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი კი თრომბო-ემბოლია გახდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი