
ჯანდაცვა 21 წლის მამაკაცის მოულოდნელ გარდაცვალებას გულის გაჩერებას უკავშირებს და ამბობს, რომ ის კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული იყო.
განცხადება სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსმა გააკეთა.
ამირან გოგიტიძე ამბობს რომ ახალგაზრდა საკარანტინე სივრცეში კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო 3 ოქტომბერს მოათავსეს. PCR ტესტირების შედეგად კი მასაც კოვიდინფექცია დაუდასტურდა.
"კოვიდსასტუმროში მოხდა ექიმის მიერ მეთვალყურეობის გაგრძელება, პროტოკოლით განსაზღვრული ვადის შემდეგ კი, მოხდა მისი გაწერა 25 ოქტომბერს. აღნიშნული პირი გამოჯანმრთელებული იყო და მისი დაკრძალვა არ მოხდება პროტოკოლის მიხედვით. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი ამ ეტაპზე მიიჩნევა გულის უეცარი გაჩერება. თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა"- ამბობს ამირან გოგიტიძე.
შეგახსენებთ, რომ 21 წლის ახალგაზრდა, რომელიც კოვიდსასტუმროდან გუშინ გაწერეს, დღეს ქუჩაში მოულოდნელად გარდაიცვალა.