"მთავარი არხის" ინფორმაციით, ბადრი ესებუა კიდევ ერთხელ გაიქცა

გამოქვეყნდა:

ბადრი ესებუას საცხოვრებელ სახლში სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ადგილზე სპეცრაზმელებიც იმყოფებიან, თუმცა კონკრეტულად რას უკავშირდება მათი იქ მისვლა უცნობია. სამართალდამცველები ტრადიციულად კომენტარს არ აკეთებენ და ჟურნალისტებს პრესცენტრთან ამისამართებენ.

პოლიცია არ პასუხობს კითხვას, არის თუ არა დაკავებული თავად ესებუა. კომენტარს არც მისი ოჯახის წევრები აკეთებენ.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, კი ბადრი ესებუა კიდევ ერთხელ გაიქცა.

სამეგრელოში უკვე 4 დღეა მიმდინარეობს სპეცოპერაციები, თუმცა სავარაუდო დამნაშავე დაკავებული არ არის. 

სპეცოპერაცია სოფელ გრიგოლიში გასულ ღამესაც ჩატარდა, თუმცა არსებული ინფორმაციით, ის წუხელაც გაიქცა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი