ოლიგარქის მხილება - ივანიშვილის ბიოგრაფიის გახმაურებული და აქამდე უცნობი ფაქტები

გამოქვეყნდა:

ოლიგარქის მხილება- ბიძინა ივანიშვილის ბიოგრაფიის ყველა დეტალი, რომელიც უზუსტესად აღწერს მის პიროვნებას - გასაჯაროებულია.

მილიარდერის პირად ცხოვრებას ფარდა ახადა მისი გარემოცვის ერთ-ერთმა ყველაზე დაახლოებულმა პირმა, "ქართუ ჯგუფის" ყოფილმა ვიცე პრეზიდენტმა, ადამიანმა, რომელიც პირადად იყო პასუხისმგებელი ივანიშვილის და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე.

ელდარ გოგოლაძემ გაიხსენა ყველა კრიმინალური ფაქტი, რომელიც ქართული ოცნების ლიდერს უკავშირდება - მათ შორის პატრიარქზე კომპრომატების შეგროვების მცდელობა, იარაღით ვაჭრობა ანგოლაში და კონსულტაციები მოსკოვში ФСБ-ს შეფთან.

ერთ დროს, ოლიგარქის ნდობით აღჭურვილი პირი, ბიძინა ივანიშვილის ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობაზე საუბრობს.

ნიკა გვარამიასთან საათნახევრიანი ინტერვიუთი, ივანიშვილის ქველმოქმედის იმიჯი საბოლოოდ დაიმსხვრა. პიროვნება, რომელსაც საქართველოზე დიდი რუსული გეგმები ჰქონდა გავლენების და ნდობის მოპოვება გაცილებით ადრე დაიწყო ვიდრე 2012 წელი და ქართული ოცნების 8 წლიანი ეპოქა დაიწყებოდა.  

მმართველობის 8 წელს კი ოლიგარქი ივანიშვილი ქველმოქმედის ნაცვლად რუსეთი აგენტის სახელით ასრულებს პოლიტიკურ ბიოგრაფიას საქართველოში. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი