გრიგოლიში პოლიცია ისევ ბადრი ესებუას სახლს ჩხრეკს. შსს-ს წარმომადგენლები უკვე თითქმის 2 საათია ესებუას სახლში, ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობენ, თუმცა რას ეძებენ უცნობია.
ეს უკვე რიგით მესამე სპეცოპერაციაა რომელიც დღეს ბადრი ესებუას დასაკავებლად მიმდინარეობს. შსს-მ საგანგებო ბრიფინგზე "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ინფორმაცია, რომ საქართველოს ბანკზე თავდამსხმელი ესებუაა, 20 საათზე გამართულ საგანგებო ბრიფინგზე დაადასტურა. მინისტრის მოადგილემ
სოფელ გრიგოლიშის გარდა, სპეცოპერაცია ტარდება ზუგდიდში, ზაქარაიას ქუჩაზეც. სამართალდამცველებს ესებუას ოჯახის წევრები დაკითხვაზე გადაჰყავს.