განიარაღებული "ოცნება" - ივანიშვილის მხილებამ მმართველი გუნდი წყობიდან გამოიყვანა

გამოქვეყნდა:

ბიძინა ივანიშვილისთვის ერთ დროს ყველაზე ახლო გარემოცვის წევრის და ნდობით აღჭურვილი პირის სკანდალურ ინტერვიუს, ოლიგარქის ახლანდელმა თანაგუნდელებმა ჭორაობა უწოდეს. 

"ქართუ ჯგუფის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს წარსული და აშშ-ს საელჩოს თანამშრომლის, ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენლის ფრედი ვუდროფის მკვლელობა გაუხსნეს. 

1993 წლის აგვისტოში მკვლელობის დროს -მცხეთასთან ვუდროფთან ერთად მანქანაში პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის დაცვის წევრი ელდარ გოგოლაძეც იჯდა.

ელდარ გოგოლაძის მხილებამ რომ მმართველი პარტია წყობიდან გამოიყვანა, ეს ოცნების იდეოლოგის ფეისბუქ მუქარის პოსტიდანაც ჩანს, რომელიც გადაცემის გასვლიდან რამდენიმე წუთში ლაშა ნაცვლიშვილმა გამოაქვეყნა. 

მთავარის არხის გენერალურმა დირექტორმა და გადაცემის წამყვანმა ნიკა გვარამიამ ნაცვლიშვილის სტატუსზე რეაგირება დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს თხოვა. 

"ოცნების" მინიშნებები ელდარ გოგოლაძეზე რომ ის კაგებეს აგენტია, ოპოზიციისთვის მმართველი პარტიის აღიარებაზე მიუთითებს. 

მათი თქმით, ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ელდარ გოგოლაძე 1998 წელს გახდა, ანუ იმ დროს როდესაც გოგოლაძე უშიშროების სამსახურიდან 1 წლის წამოსული იყო.

ბიძინა ივანიშვილის ოპონენტები დღეს ითხოვდნენ, რომ ელდარ გოგოლაძის სკანდალური ინტერვიუს შემდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყოს, თუმცა ელოდებიან, რომ დევნის ახალი ობიექტი ელდარ გოგოლაძე გახდება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი