საქართველოში კორონავირუსის 1 824 ახალი შემთხვევა დადასტურდა

გამოქვეყნდა:

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 824 ახალი შემთხვევა გამოჯანმრთელდა 1 262 პაიციენტი, 23 კი გარდაიცვალა.

მონაცემები ცოტა ხნის წინ Stopcov.ge-ზე განახლდა. 

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 32 127;
  • გამოჯანმრთელებულია - 12 632;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 238;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 3 757;
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები -2 249;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  3 847 მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია -  41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 42 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 32 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი