ადვოკატები საქმის ახალ დეტალებზე დაპატიმრებულ კარტოგრაფებს შეხვდებიან

გამოქვეყნდა:

დაპატიმრებული კარტოგრაფების ადვოკატები დღეს ივერი მელაშვილს, ხუთშაბათს კი ნატალია ილიჩოვას შეხვდებიან. მანამდე უფლებათადამცველები ახალ დეტალებს გაეცნობიან და გაარკვევენ, დევს თუ არა თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, დაკითხვის ოქმი საქმის მასალებში. 

"უახლოეს მომავალში უწყება ახალ მოწმეებსაც დაკითხავს. როგორც ვიცი, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირები და ღარიბაშვილიც არიან", - ამბობს ილიჩოვას ადვოკატი, გიორგი მახარაძე. 

თავის მხრივ, ივერი მელაშვილის მეუღლე, თამარ სულაძე, ამბობს, რომ კარტოგრაფი "ბოლომდე იბრძოლებს სიმართლის დასამტკიცებლად, რადგან იცის, რომ უდანაშაულოა". 

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა,  7 ოქტომბერს დააკავეს. ორთვიანი წინასწარი პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ 8 ოქტომბერს შეუფარდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი