საქმეში არაერთი ბუნდოვანებაა, რაც მიანიშნებს, რომ ბაჩალიაშვილი მოკლულია - "ადამიანის უფლებათა ცენტრი"

გამოქვეყნდა:

"ადამიანის უფლებათა ცენტრი" გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმის განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირებას ითხოვს და გამოძიების ხარვეზებზე მიუთითებს. ორგანზიაციამ დოკუმენტი მოამზადა, რომელშიც ნათქვამია, რომ  პროკურატურა ცდილობს საზოგადოება პროგრამისტის თბითმკვლელობაში დაარწმუნოს და საქმეც დახუროს. არასამთავრობო ორგანიზაციაში კი ამტკიცებენ, რომ  ბაჩალიაშვილი მოკლულია.

"პროკურატურის მიმართ გვაქვს არაერთი კითხვის ნიშანი და საქმეში არის არაერთი ბუნდოვანი ნაწილი, რაც მთლიანად უარყოფს იმ ფაქტს, რომ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა, რაზეც ამდენი ხანია აპერილებს პროკურატურა. დოკუმენტში ყველა ეს ბუნდოვანი გარემოებაა წარმოდგენილი, რომელიც მიანიშნებს იმაზე, რომ ესაა მკვლელობა და არა თვითმკვლელობა", - ამბობს "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტის, ეკა ქობესაშვილი.

 უფლებდამცველებს კითხვვებს უჩენს მანქანაში აღმოჩენილი სისხლის კვალი, ამოღებული ვიდეოჩანაწერები და მარშრუტი, რომელიც, 23 წლის პროგრამისტმა ფონიჭალიდან თეთრიწყარომდე გაიარა.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. 23 წლის პროგრამისტი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. 

გამოძიების ვერსიით, ბაჩალიაშვილის სიკვდილი დიდი რაოდენობით მედიკამენტების მიღებამ გამოიწვია. ამ ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავს ოჯახი და ადვოკატები.

გამოძიება კი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი