"კლანი უნდა წავიდეს" - ამ მოთხოვნით დღეს პარტია ,,სამართლიანობისთვის" აქციას გამართავს. მისი წევრები მცხეთის რაიონულ და ბათუმის საქალაქო სასამართლოებთან შეიკრიბებიან და სასამართლო სისტემაში არსებულ კლანურ მმართველობას გააპროტესტებენ.
"ჩვენ არჩევნებამდე ბოლო გამაფრთხილებელ აქციას ჩავატარებთ" - ამბობს პარტის ხელმძღვანელი, ეკა ბესელია. ამასთან, ბესელიას თქმით, თავისუფალი სასამართლო მისი პარტიის მთავარი მოთხოვნაა, რადგან კლანური მმართველობის პირობებში შეუძლებელია არჩევნების სამართლიანად ჩატარება და ადამიანის უფლებების დაცვა.