"ქართულ ოცნებას" ძველი და ერთგული წევრებიც ტოვებენ - სოსო ჯაჭვლიანმა გუშინ, 26 ოქტომბერს "მთავარი არხის" ეთერში განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" გუნდის წევრი აღარაა და ეს რეჟიმი უნდა წავიდეს. სოსო ჯაჭვლიანმა თბილისის მერის, კახი კალაძის ცოლის ძმა, გიორგი არეშიძე მუქარასა და შანტაჟში დაადანაშაულა, ასევე, აღნიშნა, რომ მკლავჭიდის ფედერაციაში ზონდერი ჯგუფები იქმნება.
პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, შოთა ხაბარელის თქმით, ჯაჭვლიანის გადასაწყვეტია როგორ პოლიტიკურ არჩევნას გააკეთებს.
"სოსოს გადასაწყვეტია ეს ნაბიჯი და ჩემთვის მართლაც სამწუხაროა ის, რომ მან ასეთი ნაბიჯი გადადგა. მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია", - ამბობს შოთა ხაბარელი.
სპორტის სამყაროში ზონდერჯგუფების შესახებ საუბრობს პარამკლავჭიდის ფედერაციის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი წასიძეც ადასტურებს. მისი თქმით, ეს ჯგუფები აქტიურად არიან ჩართულნი წინასაარჩევნო პროცესებში. წასიძე ამბობს, რომ სოსო ჯაჭვლიანი ამ პროცესებში თვითონაც იყო ჩართული და მისი "აღიარება" გულწრფელად არ ეჩვენება.
"სოსო ჯაჭვლიანი ინტერვიუ გაჯერებული იყო უამრავი სიცრუით. ეს ადამიანი უბრალოდ თავს არიდებს დაასახელოს მიზეზი რის გამო განახლდა დაპირისპირება მასსა და ე.წ. სპორტსმენთა დაჯგუფებას შორის, თუმცა ფაქტი ნათელია, რომ ის 4-კაციანი დანაშაულებრივი სინდიკატი, ლუტიზე, კვიკვინია, დაუთაშვილი, ვიბლიანი კარგა ხანია, რაც გიორგი არეშიძესთან თანამშრომლობენ, რასაც თვეების მანძილზე ვამბობდი", - ამბობს გიორგი წასიძე.
წასიძე ამბობს, რომ დიდი ხანია აქვს ინფორმაციით, არეშიძე მუდმივად პირად კავშირშია რეზო ლუტიძესთან და მისი საშუალებით მართავს დანარჩენ სპორტსმენებს. მისივე ინფორმაციით, საარჩევნო ინტერესბისთვის მათი გამოყენება დიდი ხანია იგეგმება.