გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული, 5 პირის საქმეზე, არსებითი განხილვა დღეს მცხეთის რაიონულს ასამართლში გრძელდება. პორცესზე, 7 მოწმეა დაბარებული. აქედან 6 პოლიციის თანამშრომელია, რომლებიც სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობდნენ. მეშვიდე პირი კი იმ ერთ-ერთი ობიექტის თანამშრომელია, საიდანაც ვიდეო ჩანაწერები გამოითხოვეს. დაცვის მხარის შეფასებით, არც ერთი მოწმე საქმისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას არ ფლობს და ვერ ადასტურებს, რომ რომელიმე ბრალდებულს გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილთან რაიმე შემხებლობა ჰქონდათ.
"ბრალდების მხარეს შევთავაზეთ მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების უდაოდ ცნობა და ვუთხარით, რომ ამით დასრულდეს საქმის არსებითი განხილვა. სასამართლომ მიიიღოს დაუყოვნებლივ გადაწყვეტილება და გამოაცხადოს განაჩენი. ამის იქით, არცერთი მოწმე არ ადასტურებს მკვლელობის ჩადენას, იმას რასაც ედავებიან ზ.ხ.-ს და აქ წარმოდგენილ ბრალდებულებს", - თქვა ადმოკატმა გიორგი გელხაურმა.
ადვოკატი ვასილ მამულაშვილი ამბობს, რომ ბრალდების მხარეს შეთანხმება არ უნდა, რადგან ამ შემთხვევაში გამამართლებელ განაჩენს სასამართლო ერთ კვირაში გამოიტანს.
"მსგავსი ტიპის განცხადებები, პირდაპირაა მიმართული იქითკენ, რომ საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში და დაცვის მხარეს ეშინია იმ მოწმეების სასამართლოში დაკითხვა, რომლებიც პირდაპირ მამხილებელ ინფორმაციას იძლევიან ბრალდებულებზე", - ამბობს საქმის პროკურორი.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 27 ოქტომბერს მცხეთის რაიონულ სასამართლოში 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის პროცესი განახლდა. სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეებს დაკითხავენ.
შეგახსნებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული.
პროკურატურამ 11 პირის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო, მათ ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა ედებათ. მათ დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
რაც შეეხება დამძიმებულ ბრალს, 11 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებირვი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო. ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.