დაპირისპირება ბოლნისში - ნაცემია "სოციალური სამართლიანობისთვის" მაჟორიტარობის კანდიდატი

გამოქვეყნდა:

ბოლნისში ნაცემია პოლიტიკური მოძრაობა "სოციალური სამართლიანობისათვის" მაჟორიტარობის კანდიდატი ბოლნისსა და დმანისისში. თვითმხილველები აცხადებენ, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მას "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა მიაყენეს, ინციდენტი ბოლნისში ცოტა ხნის წინა მოხდა.

დაზარალებული "მთავარ არხთან" საუბრისას ყვება, რომ მას თავს დაახლოებით, 30 კაციანი ჯგუფი დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მამიკ ვაირამოვი ამბობს, რომ ინციდენტი პოლიციის თვალწინ მოხდა, თუმცა დაკავებული ამ დრომდე არავინაა. 

"ახალგაზრდა კაცები იყვნენ. მოვიდნენ, ჯგუფი არ ვოცი 20 ადამიანი იყო, 30 ადამიანი, პოლიციის წინაშე მცემდნენ. ჯერ ჯერობით დაკავებული არავინაა", - ამბობს დაზარალებული, მამიკ ვაირამოვი.

დაზარალებული კანდიდატი ამ დრომე ადგილზე რჩება, სადაც სასწრაფო დახმარებას ელოდება.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი