ჟვანიას დაპირებით, ცესკო გადაურეკავს ყველას, ვისაც ცხელ ხაზზე ვერ უპასუხეს - ხოშტარია

გამოქვეყნდა:

ხმაური ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან - ოპოზიციონერები, ელენე ხოშტარია და ხათუნა გოგორიშვილი, გადასატანი ყუთების საკითხზე, ცესკოში თამარ ჟვანიასთან შესახვედრად მივიდნენ. პოლიციამ მათ წინააღმდეგობა გაუწია, თუმა ოპოზიციის წევრებმა მაინც შეძლეს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან შეხვედრა. 

აქვე გეტყვით, რომ ოპოზიციონერებთან შეხვედრის შემდეგ, დღეს ცესკომ გადასატან ყუთებზე რეგისტრაციის ვადა 18:00 საათამდე გაახანგრძლივა. 

"6 საათამდე გააგრძელეთ ცხელ ხაზზე რეკვა. ჩვენ მივიღეთ დაპირება, რომ ყველა ადამიანს, რომლის ზარიც შევიდა და ვერ უპასუხეს, გადაურეკავენ და დაარეგისტრირებენ", - ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი, ელენე ხოშტარია. 

"სწორედ იმიტომ აქვთ ამხელა ხელფასი, რომ ღამეები ათენონ და ყველა ადამიანს კონსტიტუციურად კუთვნილი ხმის მიცემის უფლება შეუნარჩუნონ", - თქვა  "ევროპული საქართველოს" წევრმა, ხათუნა გოგორიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ  19 ოქტომბერს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მიღებული დადგენილებით, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებს გადასატან ყუთს სპეციალურად შექმნილი კომისიის წევრები მიუტანენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი