პროკურატურა: საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ მოქალაქის ცემაზე გამოძიება დაიწყო

გამოქვეყნდა:

ზუგდიდში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, სადაც პატრულის თანამშრომელმა მოქალაქე სცემა, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. პროკურატურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, რომელიც არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, მოქალქეს ფიზიკურად დაუპირისპირდა. განცხადების მიხედვით, ნაცემი გ.ს. დაზარალებულადაა ცნობილი.

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში 27 ოქტომბერს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლის კ.გ.-ს მიერ  მოქალაქე გ.ს.-ს ცემის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გამოძიება დაიწყო.      
გამოძიების მიერ ამ ეტაპზე დადგენილია, რომ  27 ოქტომბერს ქალაქ ზუგდიდში გ.ს.-ს და  კ.გ.-ს შორის, რომელიც აღნიშნულ დროს არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, ავტომანქანის შეკეთების თაობაზე წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
გამოძიების მიერ ამ ეტაპისთვის დაზარალებულად ცნობილია და გამოკითხულია გ.ს. მიღებული დაზიანების ხარისხის განსაზღვრისათვის დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. მიმდინარეობს თვითმხილველი მოწმეების გამოკითხვა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. - ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში. 

შეგახსენებთ, დაპირისპირება დღეს ზუგდიდში, წმინდა ნინოს ქუჩაზე მდებარე ავტოსახელოსნოში მოხდა. მანქანის ხელოსანსა და კლიენტს შორის დაწყებული ჩხუბის შემდეგ ადგილზე საქმის გასარჩევად უკვე 5 ადამიანი მივიდა, მათ შორის იყო პატრულის მოქმედი თანამშრომელი კობა გუჯეჯიანი. 

ჩხუბში ხელოსანს მისი 21 წლის შვილი გამოესარჩლა. სწორედ ამ დროს მიაყენეს მას რკინის ხელკეტით სახის არეში მძიმე დაზიანებები. თვითმხილველები ამბობენ, რომ ძალადობის დროს განსაკუთრებით აქტიურობდა სწორედ პატრულის თანამშრომელი.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი