პატრულის მოქმედმა თანამშრომელმა რკინის ხელჯოხით ახალგაზრდა ბიჭს სცემა, როდესაც ის მამამისის და მისი ოჯახი დაცვას ცდილობდა - ინფორმაცია Facebook-ზე ვრცელდება.

ლევან თორია "მთავართან" საუბარში ამბობს, რომ დაპირისპირება ზუგდიდში, წმინდა ნინოს ქუჩაზე მდებარე ავტოსახელოსნოში მოხდა. მანქანის ხელოსანსა და კლიენტს შორის დაწყებული ჩხუბის შემდეგ ადგილზე საქმის გასარჩევად უკვე 5 ადამიანი მივიდა, მათ შორის იყო პატრულის მოქმედი თანამშრომელი კობა გუჯეჯიანი. 

ჩხუბში ხელოსანს მისი 21 წლის შვილი გამოესარჩლა. სწორედ ამ დროს მიაყენეს მას რკინის ხელკეტით სახის არეში მძიმე დაზიანებები. თვითმხილველები ამბობენ, რომ ძალადობის დროს განსაკუთრებით აქტიურობდა სწორედ პატრულის თანამშრომელი.

 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი