ივანიშვილი პატრიარქზე კომპრომატებს ეძებდა- საპატრიარქო ოლიგარქის ზრახვებზე დუმს

გამოქვეყნდა:

ბიძინა ივანიშვილი პატრიარქზე კომპრომატების შეგროვებას ითხოვდა.

ამის შესახებ ცნობილი გახდა ოლიგარქის უახლოესი გარემოცვის წევრის, ელდარ გოგოლაძის ინტერვიუდან.

გოგოლაძის თქმით, ოლიგარქი ითხოვდა უშიშროების სამსახურებს შეეგროვებინათ კომპრომატები, რომლითაც ილია მეორეს პიროვნულ ღირსებას ჩრდილი მიადგებოდა. 

უზნეობა! - ასე შეაფასა ივანიშვილის განზრახვა მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა. მეუფე მელქისედეკი დარწმუნებულია, რომ პატრიარქის ავტორიტეტს ჩრდილს მაინც ვერ მიაყენებენ. 

პატრიარქის სამდივნოდან ვერავინ გაბედა ეთქვა სიმართლე ივანიშვილის განზრახვაზე რომელიც პირადი უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელს ქვეყნის სულიერ მამაზე კომპრომატების შეგროვებას ავალებდა.

"ოცნების" იდეოლოგი ლაშა ნაცვლიშვილი იყო ერთ-ერთი, რომელიც "მთავარი არხის" დამფუძნებელს ნიკა გვარამიას წლების წინ სთავაზობდა დიდი ფულის სანაცვლოდ გადაეცა ფარული ჩანაწერები. ნაცვლიშვილი მაშინ ამტკიცებდა რომ აუდიო ფაილებში ბიძინა ივანიშვილი ფიგურირებდა პატრიარქის წინააღმდეგ.

ოლიგარქი ივანიშვილის ფარული განზრახვა კამერების წინ ყოველთვის საპირისპიროდ ჩანს. 

"ოცნების" ლიდერი პატრიარქთან შეხვედრის დროს კეკლუცობს, თუმცა ზურგს უკან მხოლოდ შურისძიება ამოძრავებს მასზე მაღალი რეიტინგის გამო.

შეძლო თუ არა კომპრომატების შეგროვება ივანიშვილმა უცნობია. თუმცა ქვეყნის პატრიარქს ალბათ დღეს ყველაზე უფრო ის არ მოეწონებოდა რატომ არ აღმოჩნდა საპატრიარქოში მისი უახლოესი გარემოცვიდან არავინ, ვინც ოლიგარქს ღიად დაუპირისპირდებოდა და ქვეყნის სულიერ ლიდერს დაიცავდა.

კომენტარი ოლიგარქის ბინძურ თამაშებზე ვერ პატრიარქის რჩეულმა, მოსაყდრე შიომ გაბედა.  

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი