მეცხრე ბლოკის მაზუთისთვის ვალად აღებული 25 მილიონი "ოცნებამ" ბიუჯეტიდან ახლა გადაიხადა

გამოქვეყნდა:

საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთ კორუფციულ სკანდალში გაეხვა. "ქართულმა ოცნებამ" ბიუჯეტიდან  25 მლნ დოლარი აიღო და გადაიხადა ვალი, რომელშიც ედუარდ შევარდნაძის მთავრობაც კი  კორუფციისა და თაღლითობის აშკარა ნიშნებს ხედავდა. 

სესხის თავდაპირველი მოცულობა 46 მლნ დოლარი იყო, რომელიც 1998 წელს ავსტირული "რაიფაიზენ ბანკისგან" ბიზნესმენმა ლევან პირველმა აიღო. ამ ფულით  მე-9 ბლოკისთვის მაზუთი  უნდა ეყიდათ და ქვეყანა ენერგოკრიზისიდან გამოეყვანათ. ფული აითვისეს, დენი თურქეთში გაყიდეს და კრედიტის გასტურმება ბიუჯეტს  დააკისრეს ისე, რომ მთავრობის წევრს ხელშეკურლებაზე ხელიც კი არ ჰქონდა მოწერილი. ამის გამო, საქართველო 15 წელი ამბობდა უარს ვალის გადახდაზე, თუმცა, ივანიშვილის კაბინეტში სხვაგვარად გადაწყვიტეს.  

რაიფაიზენთან შეთანხმებას ხელი იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, 2015 წლის 21 დეკემბერს მოაწერა. დაახლოებით 80 მლნ ლარამდე თანხა ავსტირული ბანკის ანგარიშზე სამ ტრანშად ჩაირიცხა,  თუმცა წულუკიანის უწყება ამ საკითხზე  დღემდე დუმს.

წლების განმავლობაში დავაში მონაწილეობდა ლევან პირველის "ანგლო ოილიც", თუმცა, რატომღაც, ერთ-ერთი მთავარი მოდავე საქმიდან ამოაგდეს. ლია მუხაშარია, რომელიც "ანგლო ოილის" ინტერსებს წლების წინ იცავდა, ამბობს, რომ წულუკიანის ხელმოწერიული დოკუმენტი კორუფციის ნიშნებს შეიცავს. 

ვის ანგარიშზე ჩაირიცხა 25 მლნ დოლარი, კომერციული საიდუმლოა. ირკვევა, რომ საქართველოს მთავრობამ 15 წლის წინანდელი სადავო კრედიტის დაფარვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ფულის ნაწილზე პრეტენზია რუსულ "ინტერ-რაოს" გაუჩნდა. 

როგორც ცნობილი ხდება, ლევან პირველი დავის გაგრძელებას ისევ აპირებს. ახლა, როცა მთავრობამ პრაქტიკულად თავისივე ხელით აღიარა შევარდნაძის ეპოქის შავ-ბნელი სესხის კანონიერება, დღის წესრიგში დგება  დარჩენილი ნაწილის, დაახლოებით 20 მლნ დოლარის  გასტუმრებაც. თანხის გადახდა კი, ისევ რიგით მოქალაქეებს მოუწევთ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი