ორად გაყოფილი მაჟორიტარები - კახა ოქრიაშვილი 120/30-ზე მოდელს მხარს არ დაუჭერს

გამოქვეყნდა:

მოსალოდნელია თუ არა მაჟორიტარების ამბოხის მეორე სერია? უმრავლესობაში აზრი ორადაა გაყოფილი. მაჟორიტარების ნაწილი ამბობს, რომ კანონპროექტს მხარს დაუჭერს, კახა ოქრიაშვილი 120/30-ზე საარჩევნო მოდელს არ ეთანხმება და არც მხარდაჭერას აპირებს:

ვადასტურებ მხარს არ ვუჭერ, თუმცა შეთანხმება, რომ მოხდა მიხარია, რადგან დაძაბულობა შემცირდა. მე ვარ ოთხგზის მაჟორიტარი და უფლება არა მაქვს მაჟორიტარული სისტემის დაკნინებას ან გაუქმებას მივცე ხმა" აცხადებს ოქრიაშვილი

კიდევ ერთი ამბოხებული მაჟორიტარი დიმიტრი ხუნდაძე კი აცხადებს, რომ მათი მოთხოვნების დიდი ნაწილი დაკმაყოფილებულია და როდესაც საკითხი კენჭისყრაზე დადგება, ის მხარს დაუჭერს. იგივეს აცხადებს დაჩი ბერაიაც

რეგიონებს ნაკლები მაგრამ მაინც ეყოლება თავისი წარმომადგენელი პარლამენტში და 40-42-43 %-ის მხარდაჭერის შემთხვევაშიც კი ფაქტიურად გამორიცხულია სამთავრობო და პოლიტიკური კრიზისი ნიშნები, ამ ყველაფრიდან გამომდინარე მე მხარს დავუჭერ ამ კანონპროექტს" აცხადებს დაჩი ბერაია

უმრავლესობის ლიდერები განცხადებით, მიღწეული შეთანხმების მხარდაჭერა მაჟორიტარების მხრიდან გამოწვეულია იმით, რომ ამ მოდელით კრიზისის შექმნა გამორიცხულია. გარდა ამისა, გათვალისწინებულია სხვა მოთხოვნებიც, რომლის გამოც მაჟორიტარები პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ეწინააღმდეგებოდნენ

​48%-იანი მხარდაჭერის შემთხვევაშიც კი გამარჯვებული ვერ აკომპლექტებდა მთავრობას. ეს რისკი აქ გამორიცხულია. მათი მთავარი მოტივაცია იყო შერეული სისტემა შენარჩუნებულიყო. ეს სისტემა ნაკლები მაჟორიტარებით, მაგრამ შენარჩუნებულია" განაცხადა მამუკა მდინარაძემ

​თანაბრად არის დაცული სხვადასხვა მხარის ინტერესები. მათ შორის მაჟორიტარი დეპუტატების ინტერესები, ასევე ოპოზიციური პარტიების, მცირე თუ საშუალო პარტიების ინტერესები" განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ოპოზიციაში კი ამბოხების მეორე სერიას გამორიცხავენ და იმედოვნებენ, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმება შესულებული იქნება. თუმცა, ნაციონალური მოძრაობის ერთ ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ შეთანხმება ვერ ჩაითვლება შესრულებულად, თუ მისი რომელიმე პირობა დაირღვევა და ვიდრე პარლამენტში არ ჩატარდება კენჭისყრა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი