"გამაგებინონ, რატომ არ აღიძრა საქმე მკვლელობის მუხლით" - ბაჩალიაშვილები შოთაძესთან შეხვედრას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას ითხოვს.  

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი, ამბობს, რომ შოთაძის უწყება მას შეხვედრაზე უარს კოვიდეპიდემიის გამო ეუბნება.  

"ჩემთვის გარუკვეველია, რატომ არ გადაკვალიფიცირდა საქმე მკვლელობის მუხლად. გამცეს შოთაძემ ყველა კითხვაზე პასუხი. რატომ ეშინია ჩემთან შეხვედრის? რატომ არ ჩართეს გამოძიებაში FBI?" - ამბობს თეონა თამაზაშვილი. 

გარდაცვლილი პროგრამისტის ოჯახს გამოძიების ოფიციალური ვერსიის არ სჯერა და თვითმკვლელობას კატეგორიულად გამორიცხავს.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. 23 წლის პროგრამისტი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.  გამოძიების ვერსიით, ბაჩალიაშვილის სიკვდილი დიდი რაოდენობით მედიკამენტების მიღებამ გამოიწვია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი