აუდიტი გირჩი TV-ზე გირჩის "პოლიტიკური რეკლამის" უფასოდ გაშვების გამო გვიჩივის - ჯაფარიძე

გამოქვეყნდა:

"გირჩის" ლიდერი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ აუდიტის სამსახურმა არჩევნებამდე 3 დღით ადრე პარტიას სასამართლოში უჩივლა.

"აუდიტის სამსახური გვიჩივის, რომ გირჩი TV-მ გაუშვა თურმე, პოლიტიკური პარტია გირჩის რეკლამა უფასოდ, რომელ რეკლამაზეა საუბარი ამასაც გეტყვით, დედითმამლუქი თუ გაქვთ ნანახი, მამლუქი რომ გავახმოვანეთ, მაგ ვიდეოზეა საუბარი, რომ ეგ ყოფილა თურმე გირჩის რეკლამა, რომელიც უფასოდ გაუშვა გირჩი TV-მ. 828 ლარის ოდენობის რეკლამა იყოო ეგო, როგორ დათვალეს, არ ვიცი და გვაჯარიმებენ მაგის ორმაგი ოდენობით და დაგვიბარეს ისევ სასამართლოში", – ამბობს ზურა ჯაფარიძე. 

ჯაფარიძის თქმით, "გირჩს" არ აქვს არცერთი ფასიანი სატელევიზიო რეკლამა, ბანერები და ბილბორდები, მაგრამ აქვთ მათი ტელევიზია, სადაც ისედაც სულ "გირჩის" რეკლამები გადის, აქვს პარტიის ლოგო და გადაცემები.

ჯაფარიძის თქმით, ისინი სასამართლო პროცესში არ მივლენ და ამ "მასკარადში" მონაწილეობას არ მიიღებენ. მისი თქმით, ამ ყველაფერს მხოლოდ ის მიზანი აქვს, რომ წინასაარჩევნოდ პარტიას დრო დააკარგვინონ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი