აქცია მესტიაში - ხალხი თემურ შუბითიძის ცემისთვის დაკავებული 4 პირის გათავისულებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

მესტიის მოსახლეობა აქციას მართავს და "ქართული ოცნების" საარჩევნო სპეციალისტის, თემურ შუბითიძის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ბრალდებით დაკავებული 4 პირის გათავისუფლებას ითხოვს. მათი თქმით, დაკავებულების მიმართ წაყენებული ბრალი უსამართლოა და ისინი შეჩევითი სამართლის მსხვერპლი არიან. 

აქციის მონაწილეებმა მესტიის ცენტრალური შესასვლელი გზა გადაკეტეს.

"ვართ შერჩევითი სამართლის მსხვერპლი, იმიტომ რომ ორი დღით ადრე მარნეულში მომხდარი ინციდენტის დროს, როდესაც მართლაც პოლიტიკურ ნიადაგზე იყო ჩხუბი, 4000 ლარიანი გირაო შეუფარდეს და გაათავისუფლეს, 24 საათიც კი არ დააკავეს ადამიანები, ბათუმში პოლიციელი სცემეს და პოლიციელის ღირსება 3000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, მთავართან საუბრისას.

დაკავებულების ახლობლები, ამბობენ რომ თუ მათ არ გაათავისუფლებენ, ამას სხვა რეაქციებიც მოჰყვება.

"არის ექსპერტის დასკვნა და უნდა გადაკვალიფიცირდეს სასწრაფოდ ეს მუხლი, მაშინ ჩავთვლით რომ მიზნობრივია და ვიღაცის ინტერესებია, ამას სხვა რეაქციებიც მოყვება", - ამბობს დაკავებულის ახლობელი მთავართან საუბრისას.

შეგახსენებთ, 30 სექტემბერს, "ქართული ოცნების" მტკიცებით, მარნეულისკენ მიმავალ თემურ შუბითიძეს უცხო პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ. შსს-მ მომხდარისთვის 4 პირი დააკავა, საქალაქო სასამართლომ კი მათ პატიმრობა შეუფარდა.

ავტორი: ემა გოგოხია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი