შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრზე, თემურ შუბითიძეზე თავდასხმის ბრალდებით, 4 პირი დააკავა.

საუბარია, 30 სექტემბერს მომხდარ შემთხვევაზე, რა დროსაც, არსებული ინფორმაციით, შუბითიძეს ავტომანქნით გადაადგილების დროს, თავს დაესხნენ და სცემეს.

მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი, 1991 წელს დაბადებული, თემურ შუბითიძე, ​მიმდინარე წლის, 30 სექტემბერს, კუთვნილი ავტომობილით ზემო ფონიჭალა-მარნეულის გზატკეცილზე მოძრაობდა, რა დროსაც, მის ავტომანქანას უკანა მხრიდან მიზანმიმართულად შეაჯახეს "ოპელის" მარკის ავტომობილი, რომლითაც ბრალდებულები გადაადგილდებოდნენ. მათ თემურ შუბითიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის, განზრახ, მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დაკავებულებს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში,  7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი