"ევროპული საქართველოს" წევრი, გიგა ბოკერია, ამბობს, რომ ხელისუფლება არჩევნების შემდეგ, ნოემბრიდან, ქვეყნის ჩაკეტვასა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას გეგმავს.
"ოცნებამ" არანაირი ნაბიჯი არ გადადგა ქვეყნის გაჯანსაღებისთვის. განიხილავენ ისევ გაუაზრებელ, პანიკურ ჩაკეტვას, ე.წ."ლოქდაუნს" - ეს ამ მთავრობის პირობებში არათუ არ მოუტანს არანაირ შვებას ქვეყანას პანდემიის პირობებში, არამედ უმძიმესი დარტყმა იქნება ყველა მოქალაქისთვის", - ამბობს ბოკერია.
გიგა ბოკერიამ თემაზე საუბარი "მთავარი არხის" გადაცემა "დღის სტუმარშიც" გააგრძელა. მისი თქმით, "ევროპულ საქართველოს" ხელისუფლების შიდა წრიდან აქვს ინფორმაცია, რომ მმართველი გუნდის გეგმა ქვეყნის ნოემბრიდან ჩაკეტვაა.
ცნობისთვის, ბოკერიას მთავრობის გადაყენებული თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, გამოეხმაურა და თქვა, რომ ქართველი ხალხი ლოქდაუნს 31 ოქტომბერს "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ევროპულ საქართველოს" გამოუცხადებს და რომ ეს ერთადერთი ლოქდაუნი იქნება.