
30 წლის წინ, 28 ოქტომბერს, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ პირველად ჩატარდა მრავალპარტიული არჩევნები, იგივე „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს“ არჩევნები.
არჩევნები უცხოელი დამკვირვებლებისა და ჟურნალისტების ზედამხედველობის ქვეშ ჩატარდა. საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ ზვიად გამსახურდია აირჩიეს
ამ არჩევნებიდან ძალიან მალე, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა და პარლამენტის თავზე, 70-წლიანი წყვეტის შემდეგ, ისევ საქართველოს პირველი რესპუბლიკის სამფეროვანი დროშა აღიმართა.
დამოუკიდებლობას წესით, ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა უნდა მოეტანა, მაგრამ საბჭოური პროპაგანდა და კონტროლის მექანიზმი ჯერაც ეფექტურად მუშაობდა. იმპერიის ინტერესებში ძლიერი საქართველო ნამდვილად არ შედიოდა
ლეგიტიმური ხელისუფლება რუსული ფულითა და იარაღით პუტჩისტებმა დაამხეს. პუტჩისტებმა, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ დემოკრატია უკეთ ესმოდათ
კითხვა, რომელიც 1990 წლის 28 ოქტომბერს ჟურნალისტმა ერთ-ერთ ამომრჩეველს დაუსვა, დღეს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზეც ძალიან აქტუალურია:
ჟურნალისტი: ვინ გაიმარჯვებს, ოპოზიცია თუ კომუნისტები ?
ამომრჩეველი: ოპოზიცია, რა თქმა უნდა !
ავტორი: ბექა ყორშია