მმართველი პარტია როსტომ მეფის სასახლეში მოლაპარაკებებს მართავს. "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში მაჟორიტარები რიგრიგობით მიდიან, თუმცა ვისთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ესწრება თუ არა მას ბიძინა ივანიშვილი, ისინი არ ამბობენ.
"ოცნების" მიმდინარე შეხვედრების მთავარი თემა სავარაუდოდ საკონსტიტუციო ცვლილებებია, რომელზეც ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის შეთანხმება შედგა.
მმართველი პარტიის ცენტრალური ოფისიდან გამოსვლის შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა ირაკლი მეზურნიშვილმა. ის ამბობს, რომ მიღწეული შეთანხმება მისთვის მისაღებია და ამჯერად კანონპროექტს მხარს დაუჭერს
ამ ვერსიას მე ვეთანხმები და მხარს დავუჭერ. ეს არის კომპრომისული ვარიანტი. შერეული სისტემა და შერეული პრინციპი შენარჩუნებულია, კრიზისს თავიდან ავიცილებთ და მხარს დავიუჭერ- განაცხადა მეზურნიშვილმა.
"მთავარ ახრთან" კომენტარი არ გააკეთა ახალქალაქის მაჟორიტარმა დეპუტატმა ენზელ მკოიანმა. დიმიტრი ხუნდაძემ კი განაცხადა, რომ მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში "მეგობრებს შეხვდა". მისივე თქმით, შეხვედრები ინდივიდუალურ რეჟიმში მიმდინარეობს და საერთო კონსულტაციები არ ყოფილა.