გაერთიაენებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატის, კახა ოქრიაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ინფორმაციით, "ქართული ოცნება" ბოლნისში ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელში არიგებს ფლაერებს, სადაც ნათქვამია, რომ ოქრიაშვილი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში სომეხეთს ფულით, მედიკამენტებითა და იარაღით ეხმარება.
"ბატონი კახა ოქრიაშვილის ანტირეკლამურ ქაღალდებს არიგებდნენ. წერია, რომ ოქრიაშვილი აფინანსებს სომხებს, აწვდის მედიკამენტებს და დიდი რაოდენობით იარაღს ყიდულობს. ეს ყოვლად წარმოუდგენელია, ამას იგონებს წაგებული ოცნების მთავრობა", - თქვა, ოქრიაშვილი შტაბის ხელმძღვანელმა, ლალი ხიცელაშვილმა.
ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ბინძური მეთოდებით ბრძოლას ხელისუფლება არჩევნებამდე ისევ გააგრძელებს, თუმცა საბოლოოდ ხალხის მხარდაჭერას მაინც ვერ მოიპოვებს.