
პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში წლევანდელ რთველზე რეკორდული მოსავალი მიიღეს. რთველზე გახარიამ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
"30 წლის განმავლობაში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს იყო რეკორდული მოსავალი 277 ათასი ტონა ყურძენი ჩაიბარეს ჩვენმა მეღვინეებმა მთავრობასთან და სახელმწიფოსთან ერთად. ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო რთველი, ერთ-ერთი გამოწვევებით სავსე რთველი პანდემიის პირობებში როდესაც ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ რომ ჩვენ მევენეახეებს დავდგომოდით გვერდით", - თქვა გიორგი გახარიამ.
პრემიერმა რთველზე საუბრისას გამოყო რაჭა-ლეჩხუმი, სადაც მისი თქმით, რეკორდულად ბევრი 1 400 ტონა სხვადასხვა ჯიშის ყურძენი დაკრიფეს.