''ზონის უფროსებო! ჩვენმა მომხრეებმა უნდა მიმართონ ცესკოს სპეციალურ სიაში მოსახვედრად" - "ოცნების" შიდა მიმოწერა

გამოქვეყნდა:

მთავარმა არხმა მოიპოვა ქუთაისში, "ოცნების" კოორდინატორების შიდა მიმოწერა, სადაც შტაბის წევრებს აფრთხილებენ, რომ არც ერთი კოვიდინფიცირებულისა და იზოლაციაში მყოფი ადამიანის ხმა არ უნდა დაიკარგოს 

''ზონის უფროსებო! - 24 და 26 ოქტომბერს დაინფიცირებულებმა, ან თვითიზოლაციაში მყოფმა ჩვენმა მომხრეებმა მაქსიმალურად უნდა მიმართონ ცესკოს ტელეფონით, რომ ისინი სპეციალურ სიაში მოხვდნენ - მიხედეთ ამ საკითხს, ძალიან მნიშვნელოვანია''- ამ შინაარსის გზავნილი ყველა კოორდინატორმა მიიღო. ეს მაშინ, როდესაც უამრავი ადამიანი სპეციალურ სიაში მოხვედრას ამ დრომდე ვერ ახერხებს და ფიქრობს, რომ მათი ხმა არჩევნებზე დაიკარგება.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი