ქვეყნის ჩაკეტვას, ე.წ."ლოქდაუნს", არ განვიხილავთ - ეკატერინე ტიკარაძე

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ თქვა, რომ ქვეყანაში საყოველთაო კარანტინის გამოცხადება არ განიხილება. 

"ლოქდაუნის" შესახებ ჩვენ საუბარი მთავრობის სხდომაზე არ გვქონია, შესაბამისად, "ლოქდაუნი" არ განიხილება. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გარკვეული შეზღუდვების შემოღებაზე გვექნება საუბარი, მოსახლეობა იქნება წინასწარ ინფორმირებული და ეს არ იქნება მოულოდნელი გადაწყვეტილება. ჩაკეტვას არ განვიხილავთ", - ამბობს ტიკარაძე. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ "ევროპული საქართველოს" ერთერთმა ლიდერმა, გიგია ბოკერიამ, თქვა, რომ ხელისუფლება 31 ოქოტომბრის არჩევნების შემდეგ, ნოემბრიდან, ქვეყნის ჩაკეტვას გეგმავს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი