ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, ამბობს, რომ საარჩევნო უბნებზე ყველა ნორმა იქნება დაცული და შეგვიძლია თამამად მივიდეთ 31 ოქტომბრის არჩევნებზე.
"ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ყველა ჩვენმა მოქალაქემ, ყველანაირი ნორმის დაცვით, მიიღოს გადაწყვეტილება და თამამად მივიდეს არჩევნებზე, ვინაიდან ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა. რამდენიმე თვეა, ცესკოსთან ერთად, ჯანდაცვის სამინისტრო, ეპიდემიოლოგები და შრომითი უსაფრთხოების სამსახური, დეტალურად მუშაობენ, როგორი უნდა ყოფილიყო გარემო, სადაც ჩვენს მოქალაქეს საშუალება ექნებოდა გაეკეთებინა თავისი თავისუფალი არჩევანი უსაფრთხო პირობებში", - ამბობს ტიკარაძე.
აქვე შეგახსენებთ დღევანდელ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას - ბოლო 24 საათში ქვეყანაში დამატებით ინფიცირდა 1 709 პაციენტი, გარდაიცვალა 20, ხოლო გამოჯანმრთელდა 2 095.