მინისტრის მოადგილის შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა - მთავრობის წევრი კი თვითიზოლაციაშია

გამოქვეყნდა:

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ოჯახთან ერთად სავალდებულო იზოლაციაშია. მიზეზი მისი შვილის კორონავირუსით დაინფიცირებაა, რასაც თავად ნოზაძეც ადასტურებს და ამბობს, რომ მისი ვაჟი თავს კარგად გრძნობს და ვირუსის მსუბუქი ფორმა აქვს.

მინისტრის მოადგილის შვილი ამჟამად საჩხერის სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული და არა თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში.

ამის მიზეზი სავარაუდოდ ნოზაძეების ბიძინა ივანიშვილთან და უჩა მამაცაშვილთან ახლო ნათესაური კავშირია. კითხვაზე, რატომ წაიყვანეს კორონავირუსით დაავადებული პირი საჩხერეში, 175 კილომეტრის მოშორებით, არც მთავრობის წევრს და არც სამედიცინო პერსონალს, დამაჯერებელი პასუხი არ აქვს.

"მთავარი არხს" კი უჩა მამაცაშვილის დის სახლში აგრესიით დახვდნენ და ცემითაც დაემუქრნენ.

როგორც გაირკვა, პაციენტი ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვიდან, კონტაქტში იყო თბილისში ვიზიტად მყოფ იტალიის მოქალაქეებთან, საეჭვო სიმპტომების გამოვლენის შემდეგ კი სასწრაფო დახმარების მანქანით საჩხერის კლინიკაში წაიყვანეს.

5 მარტს დეზინფექცია ჩაუტარდა ნოზაძის საცხოვრებელ კორპუსს კუს ტბის ასახვევში, ამის შემდეგ კი მასშტაბური დეზინფექცია ჩატარდა სოფლის მეურნეობის სამინისტროშიც.

თავად სამინისტროს თანამშრომლებმა კი "მთავარი არხისგან" შეიტყვეს, რომ მინისტრის მოადგილე იზოლაციაშია და მას პირდაპირი შეხება ჰქონდა დაინფიცირებულ პაციენტთან, მისივე შვილთან. 

6 მარტს სამუშაო პროცესი ჩაიშალა სამინისტროს გვერდით მდებარე სიპებში - სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და სამეცნიერო კვლევით ცენტრში. 

სავარაუდოდ იზოლაციაშია მოქცეული სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის, ლევან უჯმაჯურიძის  შვილი, რომელსაც იური ნოზაძის კიდევ ერთ ვაჟთან ერთად ნერგების ბიზნესი აქვს.

კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი შვილი სახლშია, თავს შეუძლოდ გრძნობს და პერიოდულად ანალიზებსაც აბარებს. ლევან უჯმაჯურიძე დღეს "მთავარს" სამსახურში არ დახვდა, მაგრამ როგორც თავად ამბობს, ის ოფისში ჩვეულ რეჟიმში დადის. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი