როსტომ მეფის სასახლეში მასშტაბური დეზინფექცია დაიწყო. საგანგებო ზომების მიღება მმართველი გუნდის ცენტრალურ ოფისში მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ოცნების დეპუტატს, ოთარ დანელიას უშუალო კონტაქტი ჰქონდა კორონავირუსით ინფიცირებულ პირთან.
უმრავლესობის წევრი ახლა თვითიზოლაციაში და ლუგარის ლაბორატორიიდან პასუხს ელოდება - არის თუ არა ის კოვიდ 19-ის მატარებელი.
დანელია ამბობს, რომ იმგზავრა იმ ბიზნესმენთან ერთად, რომელსაც დუდასტურდა კორონავირუსი, თუმცა მისივე თქმით, მას ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები არ აქვს და თვითიზოლაციაში პრევენციის მიზნით იმყოფება. დანელიას თქმით, ის "ქართული ოცნების"ოფისშიც იმყოფებოდა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ არ არ არის მაღალი რისკის ქვეშ, ოფისის სხვა წევრების იზოლაციის აუცილებლობა არ დგას
თვითიზოლაციაში იმყოფება ოჯახთან ერთად ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძეც. ამის შესახებ არველაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, საკუთარ გვერდზე წერს.
არველაძე განმარტავს, რომ საქართველოში კონტაქტი ჰქონდა მეგობართან, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამირან გამყრელიძე კი დამაიმედებელ პროგნოზს ვერ აკეთებს და ვარაუდობს, რომ კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი საქართველოში მოიმატებს