"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, არჩევნების დღეს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელება იგეგმება. ამ თემაზე მან სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.
"ასევე, გვაქვს ინფორმაცია, რომ ლევან ვაშალომიძე გეგმავს ინფორმაციის გავრცელებას საქართველოს სახმელეთო საზღვართან მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის შესახებ. ამგვარი იდეები მხოლოდ ვაშალომიძისნაირი ინტელექტუალის გონებაში შეიძლება მომწიფდეს და ზემოხსენებული რისკებისგან განსხვავებით, ბუნებრივია, ეს განზრახვა სერიოზულ კომენტარს არ იმსახურებს. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ რადიკალური ოპოზიციის ნებისმიერი დესტრუქციული განზრახვა ისეთივე წარუმატებლობისთვის არის განწირული, როგორც ეს მოხდა 2016, 2017, 2018, 2019 წლებში", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის თქმით, "რადიკალური ოპოზიცია" საზოგადოებისგან მიიღებს მკაცრ პასუხს ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც მას როგორც ხელისუფლებაში, ისე ოპოზიციაში ყოფნის დროს აქვს ჩადენილი.
კობახიძემ მორიგი ბრიფინგი გამართა და მისი მტკიცებით, არჩევნების დღეს ოპოზიციის "დესტრუქციული" გეგმები ამხილა.