
პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერის, ეკა ბესელიას განცხადებით, მცხეთის ცენტრში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, შალვა კერესელიძის შტაბის წარმომადგენლები მათი შტაბის წევრებს თავს დაესხნენ.
ამ თემაზე ბესელიამ ვიდეო და ფოტო მასალა საკუთარ Facebook-ზე გამოაქვეყნა.
"ამ წუთებში მცხეთაში, ცენტრში კერესელიძის შტაბის წარმომადგენლები თავს დაესხნენ ჩვენი შტაბის წევრებს , რომლებიც პლაკატს აკრავდნენ", - წერს პოლიტიკოსი.