"ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატს, ირაკლი ქადაგიშვილს, COVID-19 დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

თელავის-ახმეტის-ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს "ქართული ოცნებიდან", ირაკლი ქადაგიშვილს, COVID-19 დაუდასტურდა. ქადაგიშვილი ამის შესახებ Facebook-ზე წერს. 

"მინდა მოგახსენოთ, რომ დამიდასტურდა COVID-19, რის გამოც იძულებული ვარ საჯარო სივრციდან გადავინაცვლო თვითიზოლაციაში. თავს ვგრძნობ ყველაზე უფრო მეტად მხნედ, შემართებით და იმედიანად. იმედის საფუძველს, სწორედ ის განწყობა და მუხტი მაძლევს, რაც აქტიური საარჩევნო კამპანიის დროს თქვენგან მუდმივად იგრძნობოდა", - წერს ირაკლი ქადაგიშვილი. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი